"ბასიანში" ჩხრეკა არ მიმდინარეობს - შსს

13:02 06-22-2018
153
თეგები: ბასიანიშსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კლუბ ბასიანში ჩხრეკა მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც უწყებაში პრაიმტაიმთან აცხადებენ, ორივე მხარის შეთანხმებით, კლუბის ოფისიდან დოკუმენტაცია მიაქვთ და ეს საგამოძიებო პროცესის ნაწილია.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ, ბასიანის ერთ-ერთმა მეწილემ, ზვიად გელბახიანმა ფეისბუქის პირად გევრდზე დაწერა, რომ ბასიანში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე