კლუბ ბასიანის ადვოაკტი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ ბასიანში საგამოძიებო მოქმედებები უკანონოდ მიმდიანრეობს.
როგორც ჟურნალისტებს ვალერი გელბახიანმა განუცხადა, გაურკვეველია, რაში სჭირდება გამოძიება საფინანსო დოკუმენტები და რა შუაშია ეს ნარკოტიკებთან ბრძოლასთან.
გამოძიებას დაცვის მხარემ მოსთხოვა, წარმოედგინა ის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბასიანში უნდა ჩატარდეს ჩხრეკა. გამომძიებელმა წარმოადგინა სასამრთლოს განჩინება, სადაც წერია სხვა საკადასტრო კოდი, რომელიც არ ემთხვევა ბასიანის საკადასტრო კოდს, ამიტომ სხვა საკადასტრო კოდზე დოკუმენტაციას ვერ გავცემთ, უარს ვეუბნებით ჩხრეკაზე, მივიღებთ ყველა ზომას, რომ უკანონობა აღმოიფხვრას. თუ გამოიყენებენ იძულების ზომებს, ეს ძალადობა იქნება, ვინაიდან გამოძიება არ წარმოადგენს, რომ ჩხრეკა უნდა ჩატარდეს შპს ბასიანის იმ საკადასტრო კოდზე, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში. საფინანსო დოკუმენტებზეა საუბარი, - განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, ვერ ხვდება, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ეს დოკუმენტები რა შუაშია.
მიმაჩნია, რომ ძალადობაა და გარდა ამისა, ისიც არ ვიცით, ბასიანის მიამრთ არის თუ არა სისხლის სამართლის საქმე აღძრული. ჩხრეკა მიმდინარეობს უკანონოდ და სასაწრაფოდ მიიღონ ზომები. დავაფიქსირებთ ოქმში, რომ ჩხრეკა მიმდინარეობს უკანონოდ, არ ვესწრებით და რაც უნდათ, ის გააკეთონ, - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.