მელანია ტრამპი, ტეხასის შტატში, ოფოციალურ ვიზიტზე გაემგზავრა. ვიზიტის მიზანი, ბავშვთა არალეგალი ემიგრანტების ბანაკის, დათვალიერება გახდა.
Daily Mail-ის წყაროს ცნობით, ვიზიტის დროს, პირველი ლედი, Zara-ს ბრენდის, 59 დოლარად ღირებული, მწვანე ფერის საწვიმარ პიჯაკში პოზირებდა, რომელსაც ჰქონდა წარწერა: მე ნამდვილად არ მაინტერესებს, შენ? (I Really Don’t Care, Do U?).
მელანიას ამ ნაბიჯმა, სოციალურ ქსელებში, საზოგადოების მხრიდან სკანდალი გამოიწვია. წარწერა, ძირითადად ემიგრანტი ბავშვების და დედების, ერთმანეთისგან დაშორების ფაქტს ეხებოდა.
პიველი ლედის წარმომადგენელმა, განაცხადა რომ პიჯაკზე წარწერა, არანაირ საიდულოს არ წარმოადგენდა.
ეს, ჩვეულებრივი პიჯაკია, აქ არანაირი დაფარული ინფორმაცია, არ არის. ვიმედოვნებ, რომ ტეხასის ვიზიტის შემდეგ, საინფორმაციო წყაროების მხრიდან, არ მოხდება მელანიას გარდერობში თვალთვალი - ამბობს სტეფანი გრიშემი.
მართალია, მელანიას წარწერამ, პუბლიკის მხრიდან, ნეგატიური რეაქციები გამოიწვია, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარმა, საზოგადოება, უფრო მეტად გააღიზიანა.
დონალდ ტრამპი, ამ ფაქტს გამოეხმაურა და Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა:
- მე ნამდვილად არ მაინტერესებს, შენ?. წარწერა, მელანიამ, ყვითელი პრესის მისამართით გაიკეთა. მელანია დარწმუნდა, რომ არ ხართ მართლები და მას ნამდვილად, არაფერი აღარ ანაღვლებს!- წერს დონალდ ტრამპი.