"სრული სიცრუეა განცხადება, თითქოს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოვიდნენ..." - "ბასიანის" მეწილე

14:25 06-22-2018
122

კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია ამბობს, რომ შსს-ს განცხადება, თითქოს კლუბიდან დკუმენტაციის გატანა ორმხრივ საფუძველზე ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ ტატო გეთიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სრული სიცრუეა განცხადება, თითქოს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოვიდნენ და ამოწმებენ დოკუმენტაციას. ამ ქვეყანაში არის პოლიციური რეჟიმი“, – განაცხადა ტატო გეთიამ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღამის კლუბ „ბასიანში“ გარკვეული დოკუმენტების ამოღება მხარეებთან შეთანხმებით მიმდინარეობს. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე