კლუბ ბასიანის ერთ-ერთმა მეწილემ, ტატო გეთიამ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ჩხრეკის ოქმი წარუდგინა, რომელიც 24 მაისითაა დათარიღებული და რომელიც, მისი თქმით ამტკიცებს, რომ ჩხრეკა უკანონოა, რადგან დოკუმენტი ვადაგასულია.
როგორც ტატო გეთია ამბობს, დოკუმენტში საკადასტრო კოდიც არეულია და ის რესსტრში, ბასიანის რეგისტრაციის კოდს არ ემთხვევა.
საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები კლუბის ოფისში ამ წუთებში იმყოფებიან. როგორც შსს-ში აცხადებენ, საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს და ხდება ფინანსური დოკუმენტაციის აღება, რომელიც ორივე მხარესთან შეთანხმების შედეგია. შსს-ს პოზიციას არ იზიარებენ კლუბის მეწილეები და ადვოკატი. ისინი აცხადებენ, რომ ჩხრეკა უკანონოა.