რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც "სარანსკის" სტადიონზე, ფეხბურთის ერთ-ერთი გულშემატკივარი, ბინოკლიდან, ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევს.
ვიდეოს გმირი, ლუის ფილიპს გომესია, რომელიც კოლუმბიური ავიაკომპანიის "Avianica Cargo"-ის, უკვე ყოფილი მენეჯერია - ლუისის ცხოვრება, ერთ ღამეში მკვეთრად შეიცვალა.
მართალია, გომესი, იმ დროს, როცა სამელს სთავაზობდნენ, ფანტასტიკურ განწყობაზე იყო, მაგრამ, მას შემდეგ, რაც მისი კომპანიის წარმომადგენლებმა, სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეო ნახეს და სამსახურიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს, უკვე ხასიათი შეეცვალა.
კოლუმბიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რუსეთში მყოფ კოლუმბიელ ფანების, ვიდეორგოლი გაშიფრა და მომხდარის გამო, ლუის გომესს, თანამდებობა დაატოვებინა.
ვიდეო სოციალურ ქსელში, სახუმარო მიზნით იყო ატვირთული, მაგრამ კოლუმბიის ფანებს, რომლებიც კოლუმბია - იაპონიის თამაშს ესწრებოდნენ, რომელიც 1-2, იაპონიის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, სავარაუდოდ არ გაუმართლდათ.
იხ. ვიდეორგოლი: