ეკლესია თავისას მიაწვება, - ამის შესახებ ირინა ტორონჯაძემ გადაცემაში თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად საპატრიარო და ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.
ან ეკლესიის მესვეურებს არ ესმით, რომ დეკრიმინალიზაციის გარეშე სიკვდილიანობის მატულობს, არ ესმით, რომ მძიმე შემთხვევები დგება, ზუსტად იმიტომ რომ არ არის ჰუმანური ნარკოპოლიტიკა ან დაბეჩვებული, დაკნინებული მრევლი უფრო ადვილი დასამორჩილებელია და არ აწყობთ მაშინ. ორი ვარიანტია, მაგრამ მე არ ვიცი რომელია. თუმცა, ცხადია, დეკრიმინალიზაცია არის პირველი ნაბიჯი ნარკოტიკების როგორც პრობლების დასაძლევად... ფაქტობრივად ეკლესია თავის ზეგავლენას და ძალაუფლებას იყენებს, რომ კანონშემოქმედებით პროცესებში ჩაერიოს და აქ უნდა ჩაერთონ აქტიურად უფლებადამცველები, - ამბობს ირინა ტორონჯაძე.