პრემიერი კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანების თემაზე დაფიქრდება - ნუკრი ქანთარია

23:18 06-23-2018
119

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას თქმით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანების თემაზე დაფიქრდება. 

"კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მცირე მთავრობას ვეთანხმები, მაგრამ არა კულტურის სამინისტროს ხარჯზე. შეიძლება კულტურიდან წავიდეს დავუშვათ სასწავლო დაწესებულებები განათლებაში, მაგრამ სახელოვნებო უნდა დარჩეს ცალკე. მოიფიქრებს ამასთან დაკავშირებით პრემიერი. არ იყო კონკრეტული პასუხი. ამ შეთავაზებაზე იფიქრებენ", - განაცხადა ქანთარიამ.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში ახალ სახეებს, ნუკრი ქანთარიას თქმით, კანდიდატების შერჩევა და მსჯელობა ამის შემდგომი ეტაპია და დღეს ამაზე საუბარი არ ყოფილა.