თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი არჩევნების შემდეგ საკუთარ სავარძელს გაყიდის

14:36 06-24-2018
141

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი არჩევნების შემდეგ საკუთარი სავარძელის აუქციონის წესით გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ მან ხმის მიცემის დროს განაცხადა. 

თურქეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 08:00-დან მიმდინარეობს. არჩევნების დასრულების შემდეგ ქვეყანა საპარლამენტო მმართველობიდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაუქმდება.

პრეზიდენტის პოსტისთვის სულ 6 კანდიდატი იბრძვის, მათ შორისაა მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. წინასაარჩევნო კვლევების მიხედვით, ერდოღანის "სამართლიანობის და განვითარების" პარტია ლიდერობს. 

ერდოღანი ქვეყნას 2003 წლიდან მართავს, 2014 წლამდე მას პრემიერ-მინისტრის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტი გახდა. 

 

ავტორი: