24 ივნისს საქართველოს „გრემის“ ორგზის მფლობელილი ზაფი შერი ეწვია. ამერიკელი ვოკალისტი წელს რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ ყოველწლიური პროექტის დაჯილდოების ცერემონიალის - „ოქროს ტალღის“ საპატიო სტუმარია.
აეროპორტში ლეგენდარულ მუსიკოსს რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე გადხვდა. 25 ივნისს ამერიკელი ვარსკვლავი ნიკოლოზ რაჭველთან ერთად გენერალურ რეპეტიციას გაივლის.
უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი, ამერიკელი ვოკალისტი ქართველი მსმენელის წინაშე 26 ივნისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარდგება და ნიკოლოზ რაჭველთან და ევგენიმი ქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუვიწყარ საღამოს აჩუქებს მაყურებელს.
ლიზა ფიშერი, რომლის კარიერა 80-იანწლებში დაიწყო, დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად არტისტად რჩება. ის წლების მანძილზე ისეთ გენიალურ მუსიკოსებთან ერთად მუშაობდა, როგორებიც არიან: ტინა ტერნერი, ლუთერ ვანდროსი, სტინგი, Rolling Stones დასხვა.
ლიზა ფიშერის სადებიუტო ალბომი სახელწოდებით- So Intense 1991 წელს გამოვიდა და მასში შესული ჰიტით How Can I Ease the Pain მუსიკოსმა „გრემი“ მიიღო რიტმ-ენდ-ბლუზის საუკეთესო ქალი ვოკალისტის ნომინაციაში.
სიმღერა How Can I Ease the Pain ზედიზედ ორი კვირის განმავლობაში „ბილბორდის“ ჩარტების ლიდერი იყო. ამავე ჰიტით ლიზა Soul Train Music Awards-ის გამარჯებულიც გახდა. მორიგი „გრემი“ ლიზა ფიშერმა 2013 წელს,მორგან ნევილის დოკუმეტური ფილმისთვის- 20 Feet from Stardom მიიღო, რომელიც ბექვოკალისტების ცხოვრების შესახებ გადაიღეს. ფილმი „ოსკარის“ რიგით 86-ე ცერემონიისგამარჯვებულიც გახდა.
საქართველოში „ოქროსტალღის“ რიგით მეხუთესაიუბილეო დაჯილდოების სპეციალური სტუმარი - ლიზა ფიშერი ქართველი მსმენელის წინაშე ლეგენდარული ჰიტებით წარდგება.
26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში წლის გრანდიოზული მუსიკალური პროექტის - “ოქროსტალღა 2018“-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მელომანებს ღონისძიებაზე საღამოს 20 საათზე ელოდება, სადაც შოუბიზნესის წარმომადგენლები და ცნობილი სახეები წითელ ხალიჩაზე გაივლიან, ხოლო მუსიკალური საღამო 21 საათზე დაიწყება, სადაც ცნობილი გახდება კომპეტენტური ჟიური და ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობა.
15 მუსიკალურ ნომინაციაში გამარჯვებულები კომპეტენტური ჟიურის მოსაზრებების გათვალისწინებით დასახელდებიან. მათ გადაეცემათ „ოქროს ტალღის“ სიმბოლო, „წლის სიმღერის“ ნომინაციაში გამარჯვებული კი, მიიღებს განსაკუთრებულ პრიზს.