"თქვენი ინფორმაციით, დ.ღ-ს სახლში ინახება დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა, თუმცა ჩხრეკა არ ჩაატარეთ, რატომ?..." - ირაკლი აბესაძე შსს-ს წარმომადგენელს

17:15 06-25-2018
139

დღევანდელი გამოკითხვიდან ცნობილი გახდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში არ არსებობს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის, ჩხუბის მონაწილის ჩვენების არც ვიდეო, არც აუდიო და არც წერილობითი ჩანაწერი. მოწმე დ.ღ ხორავას ქუჩაზე ჩხუბში მონაწილეობდა და ის გამოძიებამ, ოქმის მიხედვით, მკვლელობიდან 13 დღის შემდეგ, 14 დეკემბერს დაკითხა. 

"2 დეკემბერს თქვენ შეადგინეთ პატაკი ბატონი სიგუას სახელზე, სადაც უთითებთ, რომ თქვენი ინფორმაციით, დ.ღ-ს სახლში ინახება დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა. ამის შემდეგ, იღებთ ასეთი ჩხრეკის ოქმს, რომლითაც ჩხრეკა არ ჩატარებულა", - მიმართა "ევორპული საქართველოს" დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ შს-ს წარმოადგენელს კახა სირაძეს კომისიის სხდომაზე.  

"არა მარტო დ.ღ-ს, სხვა პირების მიმართაც არის ეს ინფორმაცია მიღებული, რაც  გადამოწმების პროცესში იყო", - უპასუხა მას კახა სირაძემ.

"საოცრება იცით რა არის ბატონო კახა, 4 ადამიანზე გაქვთ მიღებული ინფორმაცია და სამის სახლში ტარდება ჩხრეკა, ყველა ჩხრეკის ოქმი რომ ვნახოთ, იქ გამომძიებელი უთითებს, რომ დაიწყო ჩხრეკა, ნებაყოფლობით წარმოუდგინეს ტანსაცმელი და ერთადერთია დ.ღ, სადაც თქვენი გამომძიებელი ჩხრეკას არ ატარებს", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

"ბატონო ირაკლი, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გამომძიებელს ეცოდინება ეს დეტალურად", - უპასუხა კახა სირაძემ.

"დ.ღ-ს მონაწილეობით ასევე არ ჩატარებულა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რატომ? მაშინ, როდესაც ის საუბრობს, რომ პირველად ხელი მან დაარტყა, იცის როგორაა განლაგება ახალაგზრდების, შემდგომ ფარდულში თვითონაც შევარდა, შემდეგ რაღაც მომენტში მოხვდა დ.შ.-ს იდაყვი და გაითიშა, მანამდე აღწერილობა შეეძლო ძალიან დეტალური, ფარდულთან მიმართებით, არასრულწლოვნების განლაგების" - ჰკითხა ირაკლი აბესაძემ, რაზეც კახა სირაძემ უპასუხა, რომ "ამას უფრო დეტალურად იტყვის პროკურორი და გამომძიებელი, მაგრამ აქ ამოსავალი არის ის, რომ დ.ღ. რომელიც იძლევა ამ ჩვენებას, იმ კონკრეტულ მოქმედებებთან მიმართებაში, რაც გულისხმობს დანის დარტყმას, ერთი პირის მიმართ, მეორე პირის მიმართ, თავის ჩვენებაში არ დაუსახელებია. 

"არც სხვები ასახელებენ, მაგრამ ექსპერიმენტზე გაგყავთ. რატომ არ ჩათვალეთ საჭიროდ ექსპერიმენტზე გაგეყვანათ დ.ღ, თუნდაც იმიტომ, რომ განლაგება აღეწერა არასრულწლოვნების", - ჰკითხა ირაკლი აბესაძემ.

"მესმის, მაგრამ გაყვანილი იქნა ის პირები, რომლებიც უშუალოდ, კონკრეტულად ამ ფაქტს ადასტურებდნენ", - განაცხადა კახა სირაძემ.

"ერთ-ერთი ყველაზე გვიან დაკითხეთ ადამიანი, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო შემდგომში ბრალდებული, ან ჰქონოდა ინფორმაცია მესამე პირის დაჭრის შესახებ, რომელიც ჩაიდინა სავარაუდოდ, თავად. ამაზე ინფორმაციის მოკვლევა გადადეთ", - მიმართა კახა სირაძეს ირაკლი აბესაძემ.

"ამას ალბათ პროკურორი თუ უპასუხებს. უფრო მეტი მტიცებულება შეგროვდა..." - გაანცხადა კახა სირაძემ.

"3 იანვარს მოგმართავთ დ.ღ-ს მამა, რომელიც აცხადებს, რომ სხვადასხვა ინტერპრეტაციით, პნევმატური პისტოლეტი ეჭირაო ჩემს შვილს და ეს სათამაშო პისტოლეტი იყოო. ამის გარდა, ძალიან ფასეულ ინფორმაციას წერს ეს ადამიანი, რომ თქვენ, 1 დეკემბერს, პოლიციაში გყავდათ მისი არასრუწლოვანი შვილი, სახლში მიაკითხეს პოლიციელებმა მშობლებს, წაიყვანეს პოლიციაში, რათა დასწრებოდნენ მის გამოკითხვას და  მისი მეუღლე ქალაბტონი დაესწრო შვილის გამოკითხვას. ამის შემდეგ, 5 დეკემებრს თქვენ კითხავთ მამას, ამ აგრემოების, პისტოლეტის შესახებ, სადაც ის კიდევ ერთხელ იმეორებს რომ პირველ დეკემბერს დ.ღ გყავთ გამოკითხული", - მიმართა ირაკლი აბესაძემ კახა სირაძეს.