„ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრი ირაკლი ნოზაძე კვლავ ღუდუშაურის საავადმყოფოში რჩება. როგორც ექიმები ამბობენ, მომღერალი კვლავ მართვით აპარატზეა და მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ირაკლი თავის საცხოვრებელ სახლთან, სადაც ქირით ცხოვრობდა, ორმა გოგონამ დანით დაჭრა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით მოტივი ნარკოტიკი იყო. ირაკლის ერთ-ერთი თავდამსხმელი ნარკოტიკს სთხოვდა.
შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, ირაკლიმ სოციალურ ქსელში ვიდეო გააზიარა, მინაწერით, - „მამიკოს სიყვარული“, სადაც თავის პატარა ქალიშვილთან ერთად სცენაზე მღერის და ცეკვავს.