სერიალის "მელროუზ პლეისის" გმირი ჰიზერ ლოკლირი ჯერ დააპატიმრეს და შემდეგ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს

14:07 06-26-2018
348

პოპულარული სერიალის მელროუზ პლეისის ამერიკელი ვარსკვლავი, 56 წლის  ჰიზერ ლოკლირი, კვლავ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა.

2018 წლის თებერვალში, მსახიობი, ჩხუბის გამო, თავს დაესხა, ყოფილ შეყვარებულს, მრბოლელ, კრის ჰეისერს. რის გამოც ლოკლირი დააპატიმრეს, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგაც, გირაოს სახით გაათავისუფლეს. 

ერთი კვირის წინ, ჰიზერი, ოჯახის წევრებს დაუპირისპირდა. ახლობლების ინფორმაციით, მსახიობი, თვითმკვლელობით იმუქრებოდა და იარაღის გამოყენებას ცდილობდა. რის შემდეგაც მშობლებმა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა, 911 გამოიძახეს. ვარსკვლავი, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, გამოკვლევებზე გადაიყვანეს.

მაგრამ ყველაფერი ამ ფაქტით, არ დასრულებულა. 2 დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰიზერის ოჯახის წევრებმა, მისი არაადეკვატური საქციელის და მდგომარეობის გამო, პოლიციას მიმართეს. ლოკლირი, ერთ-ერთ ოფიცერს, რომლებიც მის დაწყნარებას ცდილობდა, მოულოდნელად, თავს დაესხა. ვარსკვლავი, კვლავ დააპატიმრეს, მაგრამ 20 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

რამდენიმე საათში კი, ოჯახის წევრები, კვლავ ფსიქიატრიულ კლინიკას დაუკავშირდნენ. ვარსკვლავი, ნარკოტიკული საშუალებების გადამეტებული დოზირების გამო, ისევ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. 

შეგახსენებთ, რომ მსახიობს, პირველად სუიციდის მცდელობა, 2008 წელს ჰქონდა -  მან, 4 კვირა გაატარა, ფსიქიატრიულ კლინიკაში. საავადმყოფოში ის 2012 წელსაც მოხვდა. მაშინ მსახიობი, ალკოჰოლის და მედიკამენტების გადამეტებული დოზის მიღების შემდეგ, საკუთარმა დამ, უგონო მდგომარეობაში ნახა.  

მსახიობს, სასამართლო უწყებასთან პრობლემები, 2011 წლიდან დაეწყო, როცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, თავს დაესხა, მის მეუღლეს, ჯეკ ვაგნერს, რის შემდეგაც, წყვილი, ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე, დაშორდა ერთმანეთს. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე