ამერიკელი მსახიობი, სერიალი სასოწრკვეთილი დიასახლისების ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, ევა ლონგორია, 19 ივნისს პირველად გახდა დედა.
გუშინ, მსახიობმა ინსტაგრამზე ახალშობილის შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა - ევას და მის მეუღლეს, ხოსე ბასტონს, ნამცეცა ბიჭის, სანტიაგოს ფეხი უჭირავთ. ასევე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კლინიკის მედპერსონალს და ექიმებს, გადარჩენისთვის, დიდ მადლობას უხდის.
უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის - ნამდვილი ანგელოზები ხართ. მიყვარს ეს ფოტო - სანტიაგო გაიზრდება, მაგრამ ის ჩემთვის ყოველთვის ნამცეცად დარჩება -წერს ევა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი, ფეხმძიმობის ბოლო თვეში, თავს ცუდად გრძნობდა. განსაკუთრებით, ბოლო დღეებში. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი, იოგის ვარჯიშით, წყლის აერობიკით და მასაჟით იყო დაკავებული.
იხ. ფოტოკოლაჟი: