"კონდუქტორები და კონტროლიორები ხელფასს უკლებლივ აიღებენ..." - ირაკლი ხმალაძე

13:23 06-27-2018
175

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მეტროს გაფიცვის გამო კონდუქტორები და კონტროლიორები 3 დღის ხელფასს ვერ აიღებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.  

„ეს არის მცდარი ინფორმაცია. ეს ადამიანები იმ მოცდენილი პერიოდის ხელფასებს, რა თქმა უნდა, უკლებლივ აიღებენ“, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.