ვინ არის ქალბატონი რომელთანაც დევიდ ბექჰემი ვიქტორიას გარეშე სტუმრად იმყოფებოდა

15:17 06-27-2018
1452

გუშინ, ბუკინგემის სასახლეში გაიმართა Young Leaders Awards-ის დაჯილდოების ცერემონია, სადაც დედოფალ ელისაბედთან ერთად, მეგან მარკლი და პრინცი ჰარიც იმყოფებოდნენ. ლეგენდარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი კი, ცერემონიაზე, მეუღლის გარეშე წარსდგა - ვიქტორია, პარიზში, მსოფლიო მოდის ჩვენებაზე იმყოფებოდა.

სოციალურ ქსელში, ამ ფაქტს საზოგადოების დიდი ნაწილი გამოეხმაურა: - დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ, ნაჩხუბრები არიან - რატომ არ წამოიყვანა ვიქტორია, იქნებ, დაშორდნენ უკვე ერთმანეთს? - წერენ კომენტარებს, სოციალური ქსელების მომხმარებლები.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, დევიდი, დედის დაბადების დღის აღსანიშნავად გაემგზავრა. ფეხბურთელის დედამ, 69 წლისთავი, ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნა. ბებიასთან დღესასწაულზე, დევიდი, 2 ვაჟთან, 19 წლის ბრუკლინთან და 13 წლის კრუზთან ერთად მივიდა. 

საინტერესოა, ის ფაქტი, რომ ვიქტორია, არც ერთ ცერემონიას არ დაესწრო. ნუთუ, მართალია ინფორმაცია, მათი დაშორების შესახებ? 

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, დასავლური პრესის წყაროს ცნობით, ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაციები, წყვილის დაშორების შესახებ. ამბობენ, რომ დევიდი, დიდი ხანია, მარტო ცხოვრობს, ოჯახის გარეშე.

ამ ინფორმაციას, ვიქტორია ბექჰემი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს, მხოლოდ გამოგონილი ჭორებია:

- სოციალურ ქსელებში, არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. სამწუხაროა, რომ საინფორმაციო სააგენტოები, ცრუ ინფორმაციებს ავრცელბენ - ამბობს ვიქტორია. 

იხ. ფოტოკოლაჟი: 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე