მომღერალ ირაკლი ნოზაძის (პიკასო) დაჭრის ფაქტზე, დაკავებულ პირებს ბრალს დღეს წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი ჩაინიშნება.
დაკავებულებს დღეს თავიდან დაკითხავენ.
25 ივნისს, ჯგუფ ქუჩის ბიჭების წევრი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით მომღერალს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ორმა გოგომ მიაკითხა და ბინიდან დაბლა, ეზოში ჩასვლა სთხოვა. გოგონებსა და ირაკლი ნოზაძეს შორის საუბარი ავტომობილში გაგრძელდა, სადაც, სავარაუდოდ, კამათის დროს, გოგონებმა მომღერალს ყელისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით დაიწყო. დაკავებულია ორი პირი. უწყება 1989 წელს დაბადებულ თ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო 1994 წელს დაბადებულ ნ.თ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.