45%-ის ზევით, ადამიანები თავისი ნებით არ იძახიან ვინ ჩაიდინა დანაშაული...რა უნდა ექნა გამოძიებას, ფეხებით დაეკიდა? - ნანა კაკაბაძე

21:05 06-27-2018
313

"45%-ის ზევით, ადამიანები თავისი ნებით არ იძახიან ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. ასეთი რამ გვქონდა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით...რა უნდა ექნა გამოძიებას, ფეხებით დაეკიდა და ისეთი რამეები ექნა, რასაც წინა რეჟიმი აკეთებდა?" - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ "იბერიას" ეთერში გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა.

"ევროსაბჭოს სტანდარტია, რომ გამოძიების 45%-ზე მეტი გახსნილობა, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში იწვევს ეჭვს, რომ ამის იქით, ადგილის აქვს წამებასა და ღირსების შემლახავ მოპყრობას.

45%-ის ზევით, ადამიანები თავისი ნებით არ იძახიან ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. ასეთი რამ გვქონდა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, როდესაც ის ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობდნენ სისხლიან გარჩევაში, ფაქტიურად არცერთმა ერთის და ორის გამოკლებით, ჩვენება არ მისცა. რა უნდა ექნა გამოძიებას, ფეხებით დაეკიდა და ისეთი რამეები ექნა, რასაც წინა რეჟიმი აკეთებდა?" - განაცხადა კაკაბაძემ.

უფლებადამცველმა ასევე განმარტა, რომ საპროტესტო აქციები, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სრულფასოვნად გამოძიების მოთხოვნით გაიმართა, ქვეყნის წინააღმდეგ იყო მოწყობილი.

აქციებში მონაწილეობის მიღების უფლება ყველას აქვს, თუმცა საკუთარი უფლების ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია.

"ამ ხელისუფლების უსუსრობა და უუნარობა პირდაპირ იმაში ჩანს, რომ ამ მიტინგებზე ხელისუფლების დამხობის პირდაპირი მოწოდებები იყო და დღემდე არ მიმდინარეობს ამაზე გამოძიება და არავინ არის დაკითხული. 

მკვდარია ხელისუფლება, როდესაც ასეთ რაღაცეებზე რეაგირებას არ ახდენს.

როდესაც ხელისუფლება ჩაიბარეს კრიმინალებმა "ნაციონალური მოძრაობის" სახით და ეს ადამიანები მართავდნენ ქვეყანას, დღეს საზოგადოება, როდესაც ხელისუფლებისგან უუნარობას ხედავს, რადგან ეს კრიმინალები მორალს გიკითხავენ, ადამიანის უფლებებს გასწავლიან, მართლაც მახათების ღირსიც არის, ქუჩაში ხალხის გამოსვლის ღირსიც არის და უნდა უთხრა: წადი შე დალოცვილო, შენ მოგიყვანე იმიტომ, რომ ჩემი შელახული უფლება აღგედგინა" - განაცხადა "თავისუფალ სივრცეში" სტუმრობისას ნანა კაკაბაძემ.



ავტორი: