ირაკლი ნოზაძის, იგივე პიკასოს დაჭრის კადრები (ვიდეო)

22:10 06-27-2018
1565

ირაკლი ნოზაძის დაჭრის კადრები ინტერნეტით ვრცელდება. მას Imedinews იუთუბის საშუალებით ავრცელებს.

რამდენიმეწამიან ვიდეოში ორი ქალბატონი და ორი მამაკაცი ჩანს. ერთ-ერთი მამაკაცი სავარაუდოდ ირაკლი ნოზაძეა, რომელიც 25 ივნისს დაჭრეს. რას საუბრობენ და უშუალოდ დაჭრის მომენტი კადრებში ასახული არ არის, თუმცა ჩანს, რომ მამაკაცსა და ერთ-ერთ ქალბატონს შორის შელაპარაკება მოხდა. 

25 ივნისს, ჯგუფ ქუჩის ბიჭების წევრი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით მომღერალს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ორმა გოგომ მიაკითხა და ბინიდან დაბლა, ეზოში ჩასვლა სთხოვა. გოგონებსა და ირაკლი ნოზაძეს შორის საუბარი ავტომობილში გაგრძელდა, სადაც, სავარაუდოდ, კამათის დროს, გოგონებმა მომღერალს ყელისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით დაიწყო. დაკავებულია ორი პირი. უწყება 1989 წელს დაბადებულ თ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო 1994 წელს დაბადებულ ნ.თ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

 

ავტორი: