ოთხოზორია-ტატუნაშვილის სანქციების 33 კაციანი სიიდან, სავარაუდოდ, 5 გარდაცვლილია

22:27 06-27-2018
142

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სანქციების 33 კაციანი სიიდან, „კურიერის“ ინფორმაციით, 5 დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. მათ შორის ოთარ ტურნანბა, ეკა ახალია, ვახტანგ უბირია, ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი და ალიკა წაბრია.

გალის რაიონის მილიციის უფროსის მოადგილე ოთარ ტურნანბას გარდაცვალება 2006 წელს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა. სოფელ ჭუბურხინჯში, ტურნანბას მანქანის აფეთქების კადრები „კურიერის“ არქივშიც ინახება, ტურნანბას გარდაცვალებას მაშინ სერგეი შამბაც ადასტურებდა.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში კიდევ 28 ადამიანია, თუმცა მათ შორის რუსეთის არც ერთი მოქალაქე და არც ერთი მაღალჩინოსანი.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შესული ორი ქალიდან, ერთი სნაიპერი როზა მირცხულავა ახლა სოჭში ცხოვრობს. სამხედრო საქმიანობას აგრძელებს ვლადიმერ ანუა

საქართველოს მთავრობა დასავლეთს სანქციების დაწესებას სთხოვს.

ავტორი: