ნუკი კოშკელიშვილი ბიჭის დედა გახდა - „ბენს ოცდა მილიონი საათია არ უძინია“

11:48 06-28-2018
3310

„ქრონიკული“ ფეხმძიმობის (როგორც თავად ამბობდა) შემდეგ ნუკი კოშკელიშვილი ბიჭის დედა გახდა. ტელეწამყვანი ინსტაგრამზე სამშობიაროში მისვლიდან ყოველ 15 წუთში ე.წ. „სთორებს“ დებდა. საიდანაც მეგობრებს ინფორმაციას აწვდიდა. სწორედ აქედან შევიტყვეთ, რომ ნუკიმ გაუტკივარებით იმშობიარა, რომ ექიმების თქმით, 5 საათში დაიბადებოდა ბავშვი და რომ ბენს „ოცდა მილიონი“ საათი არ უძინია.

ამ ყველაფერმა „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი სერია გამახსენა, სადაც შაგუს საყვარელმა კესომ ფაქტობრივად სოციალურ ქსელში იმშობიარა. - შაგუ, დაოკდა, მგონი გააჩინა - ეს ფრაზა ჩიკას ეკუთვნის, მას მერე რაც აღმოაჩინა, რომ კესო ინსტაგრამზე აღარ პოსტავდა.

ნუკიც მალევე დაოკდა და ფეისბუქზე მილოცვებიც გამოჩნდა. ტელეწამყვანს მეგობრები ბიჭის დაბადებას ულოცავენ. ჩვენც ვუერთდებით მილოცვას.



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი