სასურველი იქნება, მოხდეს საპენსიო ასაკის გათანაბრება - აკაკი ზოიძე

13:19 06-28-2018
1378

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ საპენსიო ასაკის გათანაბრება უნდა მოხდეს:

შეიძლება მოხდეს გარკვეულწილად ასაკის გათანაბრება, თუმცა ამაზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა. ქალები ჩვენთან 5 წლით ადრე გადიან და 5 წლით მეტს ცხოვრობენ, შესაბამისად გამოდის, რომ 10 წლით მეტს სარგებლობენ, მე ამის საწინაარმდეგოს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ სასურველი იქნება, რომ ამ შემთხვევაში მოხდეს ასაკის გათანაბრება, ეს არ არის აუცილებელი, რომ გათანაბრდეს 65 წელზე, შეიძლება გავათანაბროთ სადღაც შუაში, 63.5-ზე, ეს მსჯელობის თემაა, არ გაიგოთ ისე თითქოს ეს გადაწყვეტილია ან ამაზე მსჯელობა მიდის, ეს უბრალოდ ჩემი პირადი აზრია იმ ტენდენციებიდან გამომდინარე რაც არის მთელს მსოფლიოში, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ავტორი: