ჯულია რობერტსი "ინსტაგრამზე" პირველად დარეგისტრირდა - 50 წლის "ლამაზმანის" პირველი ფოტო

13:51 06-28-2018
1189

ჰოლივუდის ლამაზმანმა, 50 წლის ჯულია რობერტსმა, იმის გამო, რომ თაყვანიმცემლებთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდეს, გადაწყვეტილება მიიღო და სოციალურ ქსელში, ერთი დღის წინ, ინსტაგრამზე დარეგისტრირდა.  

დღე-ღამის განმავლობაში, მსახიობს, უკვე 201 000 თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. რეგისტრაციის შემდეგ, ჯულიამ პირველი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მსახიობი, ქუჩებში სეირნობს. კადრში ჩანს, რომ ლამაზმანი, მოკლე შორტებში და მაისურით, რომელზეც აქვს წარწერა - Love.  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რობერტსი, ფეიბუქის და ტვიტერის მომხმარებელი არ არის.  

მსახიობი, დიდი ხნის განმავლობაში, მისი სურვილის გამო, არ ჩანდა, სოციალურ ქსელებში - მსოფლიოს ახალი ამბები, მისთვის მხოლოდ დროის ხარჯვა გახდა. მან მთელი თავისუფალი დრო, ოჯახს და შვილებს დაუთმო. 

ამ ეტაპზე, მსახიობი, ახალ დრამაში, სახელწოდებით ბენი დაბრუნდა, იღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ რომ ჯულია რობერტსმა, 2002 წლს, კინოოპერატორ დენი მოუდერთან იქორწინა. მსახიობი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, შვილს, დიდი ხნის განმავლობაში, ვერ აჩენდა - მას ექიმებმა სისხლში, უიშვიათესი საშიში დაავადება აღმოუჩინეს, რომელიც სისიხლის შედედებას ხელს უშლიდა. ამის გამო, დიდი ალბათობა იყო, რომ მსახიობი, მშობიარობას ვერ გადაიტანდა. მიუხედავად ამისა, ჯულიამ გარისკა და ჯერ ტყუპები, გოგონა - ჰეიზელ პეტრისის და ვაჟი - ფინეუს უოლტერიები გააჩინა, ხოლო მოგვიანებით, ისევ ვაჟი - ჰენრი დენიელ მოუდერი შეეძინა. ლამაზმანი მიიჩნევს, რომ ცხოვრებაში შეხვდა მამაკაცს, რომელმაც უსაზღვრო სიყვარული და საოცნებო შვილები აჩუქა. 

ჯულია რობერტს, ყველაზე დიდი პოპულარულობა, ფილმმა ლამაზმანი მოუტანა, სადაც მსახიობი, რიჩარდ გირთან ერთად თამაშობს. ამის შემდეგ, ბრედ პიტთან და მეტ დეიმანთან ერთად, ითამაშა ფილმში ოუშენის 11 მეგობარი, რასაც მოჰყვა, კიდევ ერთი ლეგენდარული ფილმი, ნოტონგ-ჰილი, სადაც, ჰიუ გრანტთან ერთად მონაწილეობდა. 

 

იხ. ფოტოკოლაჟი:   

 

ავტორი: რუსა ღვანიძე