ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ კაცი, რომელიც უთვალთვალებდა და ემუქრებოდა და მასთან დაკავშირებას კვლავ ცდილობს.
ტელეწამყვანის თქმით, ეს პირი ამჟამად ფსიქიატრულ დაწესებულებაში იმყოფება და სწორედ დაწესებულების თანამშრომლის ტელეფონით დაუკავშირდა ტელეწამყვანს.
მოგიყვეთ, როგორ მიცავს ჩემი სახელმწიფო? მას მერე,რაც ამდენი ტანჯვა გავიარე, რომ მოძალადე მანიაკი დაეკავებინათ, რომელიც სახლის კარის შემომტვრევით მემუქრებოდა. დღეს ამ კაცმა ღია ნომრიდან ისევ დამირეკა!!!!!!!!! აი,ამ ნომრიდან დამირეკა,რომელიც დევს სტატუსის ქვეშ,ფსიქიატრიულის ვიღაც თანამშრომლის ნომრიდან. როდესაც ადვოკატმა დარეკა პროკურატურაში ამ ამბის გასაპროტესტებლად,,პროკურატურამ უთხრა,რომ თურმე ამდენი ხანი არ გადაუგზავნიათ დადგენილება თუ მოთხოვნა,რომ მოძალადეს ზარების უფლება ჰქონოდა შეზღუდული .დავიჯერო დაავიწყდა პროკურატურას ამ ზარების უფლების ოფიციალურად შეზღუდვა??? არ მჯერა. უნდოდათ და არ გადააგზავნეს,უნდოდათ ჩემზე ზემოქმედებისთვის და არ შეუზღუდეს მოძალადეს მსხვერპლთან ზარების უფლება.აი,ასე მიცავს სახელმწიფო. არც ერთი წამით აღარ მჯერა,რომ ეს კაცი შემთხვევით გადამეკიდა. გუშინწინ მქონდა ძალიან მძიმე გადაცემა ხორავას ქუჩის მკვლელობაზე ,პროკურატურის მძაფრი კრიტიკით და დღეს უცებ დაარეკინეს ფსიქიატრიულიდან ამ მანიაკს და დღეს პროკურატურა ამბობს,რომ თურმე აქამდე ზარების შეზღუდვა არ აუკრძალავთ მანიაკისთვის. ზუსტად ასევე საეჭვოდ დაემთხვა,როცა ხორავას საქმეზე ქალაქის პროკურორი მყავდა პირდაპირ ეთერში და მძიმე ინტერვიუ მქონდა ბავშვების მკვლელობის გამოძიებაზე,ამ ინტერვიუდან მეორე დღეს პროკურატურის მოთხოვნით მომიწყეს ის ცნობილი ცირკი ფსიქიატრიულ ექსპერტიზაში((((((((( დღეიდან არც ერთი წამით აღარ მჯერა, რომ ეს მანიაკი მოგზავნილი არაა ჩემზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის. ეხლა დავწერ პირდაპირ-თუ მოხდება ისე, რომ ამ მანიაკის წყალობით რამე მომივა, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ სახელმწიფოს. კადრებით შანტაჟის თემა, იმ ეტაპზე მოვიგეთ და ამასაც მოვიგებ. ჩემი იარაღია სიტყვა, ხოდა სიტყვით ვიბრძოლებ. ქალებზე ძალადობას ებრძვიან არა ის.....ზღაპრები მოუყვნენ მათ, ვისაც ამ ზღაპრების სჯერა. მადლობა ყურადღებისთვის!, - წერს ჟურნალისტი.
ინგა გრიგოლიას საქმეზე, ბრალდებულს წინასწარი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ჟურნალისტმა „ფეისბუქზე“ გაავრცელა წერილი, სადაც საუბრობდა, რომ უცნობი მამაკაცი 2011 წლიდან ურეკავდა და მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. როგორც გრიგოლია წერად, უცნობი მამაკაცი მას ფულს სთხოვდა.
გრიგოლიას თქმით, პოლიციას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მაშინ ადევნების შესახებ კანონი მიღებული არ იყო და მისი საკითხი რეაგირების გარეშე დარჩა. ჟურნალისტის განცხადებით, აღნიშნულის გამო გადაწყვიტა იარაღი ატაროს.