მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის გამო დაკავებულ თამთა ჯანღავას ბრალი ოფიციალურად განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, რასაც ჯანჯღავა არ ეთანხმება. ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.
ჯანჯღავას ადვოკატის, ავთანდილ ბუაძის განცხადებით, კონფლიქტის მოტივი ვალი გახდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თამთა ჯანჯღავა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში მე-11 განყოფილებიდან დაკითხვის დასრულების შემდეგ, გვიან ღამით გადაიყვანეს. დაათვალიერეს ბრალდებულის კუთვნილი ავტომობილი, საიდანაც დე-ენ-ემის ნიმუშების აიღეს.
„ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ორი ქალი 26 ივნისს დააკავა. ერთს მკვლელობის მცდელობას, მეორეს კი ფაქტის შეუტყობინებლობას ედავებიან.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.
ნოზაძე 25 ივნისს, საღამოს, წერეთლის გამზირზე ცივი იარაღით დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. მომღერალი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან 27 ივნისს მოხსნეს.