პრინცი ჰარის სასექსის ჰერცოგინიას გარეშე ვიზიტის მიზეზი მეგანის ტოქსიკური ფეხმძიმობაა?

17:35 06-28-2018
789

გასული კვირის ბოლოს, დასავლურმა წყარომ, ინფორმაცია გაავრცელა, პრინცი ჰარის მეუღლის, მეგან მარკლის ფეხმძიმობის შესახებ, რაც კენსინგტონის სასახლის წარმომადგენლებმა, არ დაადასტურეს.

სასექსის ჰერცოგინიას მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ხმები, კიდევ უფრო დაადასტურა, პრინცი ჰარის, ლესოტოს ბავშვთა სახლში, ვიზიტმა. წინა ვიზიტის დროს, ჰარიმ, ლესოტოს პრინცს, სიისოს, პირობა მისცა, რომ ახლო მომავალში, მეგანთან ერთად ესტუმრებოდა.

როგორც ჩანს, გეგმები შეიცვალა და პრინცი, სამხრეთ აფრიკაში, ჰერცოგინიას გარეშე ჩაფრინდა. სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლების ვარაუდით, მიზეზი, მეგანის ტოქსიკური ფეხმძიმობაა, რომელიც მარკლს, დროებით ზღუდავს, მონარქიის მართვაში და დავალებების შესრულებაში. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგანი, ორსულად არის და ტყუპებს ელოდება.

რამდენიმე თვის წინ კი, პრინცი ჰარის და მეგანის ნიშნობის ცერემონიალის შემდეგ, როცა წყვილი, ჩრდილოეთ ირლანდიაში, ინოვაციური საბავშვო ნაწარმის დასათვალიერებლად იმყოფებოდა, მარკლიმ, განაცხადა, რომ ეს ყველაფერი, მათ აუცილებლად დასჭირდებოდათ. 

იხ. ფოტოები:

ავტორი: რუსა ღვანიძე