შსს საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

17:45 06-28-2018
217

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

"2018 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განთავსებულ სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1983 წელს დაბადებული მოქალაქე ზ.კ.-ს მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი: ლილუ მიროტაძე