ლოს-ანჟელესში, 89 ასაკში, გარდაიცვალა, ლეგენდარული მომღერლის, მაიკლ ჯექსონის მამა, მუსიკალური მენეჯერი, ჯოზეფ ჯექსონი.
საინფორმაციო წყარო TMZ-ის ინფორმაციით, ჯოსეფი, 27 ივნისს, ადგილობრივი დროით, 03:30 წუთზე, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მუსიკოსმა, ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, რომ ახლოვდება უკვე, მისი წასვლა.
ივნისის თვეში, ჯოზეფი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას, კუჭის კიბო დაუდგინეს. რამდენიმე ხნით ადრე კი, ინსულტი და 3-ჯერ, გულის ინფარქტი გადაიტანა.
სოციალურ ქსელში, ჯოზეფის შვილიშილი და მაიკლის შვილი, პერის ჯექსონი, გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს:
- შენთან ერთად გატარებული, ყოველი წუთი, ძვირფასი და შეუფასებელია ჩემთვის. მომეცა შესაძლებლობა, დაგემშვიდობო ისე, როგორც შენ იმსახურებდი. ვინც მოვიდა და შენი მდგომარეობა გაიზიარა, შენს მიმართ, ყველამ უსაზღვრო სიყვარული და სითბო გამოხატა. შენი შვილები და შვილიშვილები, ყველა ვამაყობთ შენით... ვამაყობთ, რომ შენ ნამდვილი ჯექსონი ხარ- წერს, სოციალურ ქსელში, პერის ჯექსონი.
ჯოზეფ ჯქსონი, სწორედ ისეთ ადამიანი იყო და დარჩება, ვინც პატიოსნად იცხოვრა. მან აირჩია, ცხოვრებაში, ყველაზე რთული, მაგრამ მისი ოჯახისთვის, საუკეთესო გზა.
ყოველთვის მეყვარები! შენ უდიდიდესი ძალა მოგვეცი ყველას ცხოვრებაში. შენ შეგვქმენი და შენი წყალობით, ჩვენ მსოფლიო ვარსკვლავები გავხდით. შენთან ერთად გატარებული, არც ერთი წუთი არ დამავიწყდება- წერს ჯოზეფის ქალიშვილი, ლა ტოია ჯექსონი.
შეგახსენებთ, რომ ჯო ჯექსონი, ათი შვილის მამა გახლდათ. მათი უმეტესობა, მუსიკოსები იყვნენ. ის იყო, მუსიკალური ჯგუფის, Jackson Five-ის პროდიუსერი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ მისი ვაჟები - ჯეკი, ტიტო და ჯერემენი. ჯოზეფი, ასევე საკუთარი ლეიბლის(ხმისჩამწერი) Ivory Tower International Record-ის სტუდიის წარმომადგენელი იყო. მაიკლ ჯექსონი, 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა - მას შემდეგ, მისი პირადი პროდიუსერი, ჯო ჯექსონი გახდა.
იხ. ფოტოკოლაჟი: