ჯასტინ ბიბერმა და ჰეილი ბოლდუინმა ყოფილ შეყვარებულებთან ურთიერთობას წერტილი დაუსვეს

15:11 06-29-2018
561

კანადელი მომღარალი, 24 წლის ჯასტინ ბიბერი და 21 წლის სუპერმოდელი, ჰეილი ბოლდუინი, ვაშინგტონში, ერთად ისვენებენ. რამდენიმე ხნის წინ, წყვილი, მაიამში დააფიქსირეს, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკის ქუჩებში, როცა ყველას თვალწინ, ერთმანეთს კოცნიდნენ. მათი რომანის შესახებ, ინფორმაცია დაახლოებით, ერთი თვის წინ გახდა ცნობილი. 

როგორც ჩანს, წყვილმა გადაწყვიტა, რომ ყოფილ შეყვარებულებთან ურთიერთობებს, წერტილი დაუსვან. მუსიკოსმა, სელენა გომესთან, ხოლო ჰეილიმ - შონ მენდესთან. 

ჰეილიმ ინსტაგრამიდან, რამდენიმე დღის წინ, ყოფილ შეყვარებულთან გადაღებული, ყველა ფოტო წაშალა. ერთი თვის წინ, მან The Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შონთან, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა. თაყვანისმცემლების ინფორმაციით, ეს არასწორი განცხადებაა -  Met Gala-ს დაჯილდოების ცერემონიაზე, წყვილი, ერთად მივიდა. შონის ინსტაგრამზე, მისი და ყოფილი შეყვარებულის ფოტო, ჯერ კიდევ არის ატვირთული.  

ჰეილის ინსტაგრამზე, ჯასტინთან ერთად გადაღებული, სასიყვარულო სელფები, სავარაუდოდ, რამდენიმე ხანში გამოქვეყნდება!  

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე