მომდევნო დღეებში გავაგრძელებთ საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების დაკითხვას - ირაკლი აბესაძე

15:15 06-29-2018
82

მომდევნო დღეებში გავაგრძელებთ საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების დაკითხვას - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა. 

საგამოძიებო კომისიის წვერი მიიჩნევს, რომ არსებობს ათეულობით თვითმხილველი, რომელიც სამწუხაროდ გამოძიების ეტაპზე არ დაკითხულა და გამოძიებას ეს შესაძლებლობა არ გამოუყენებია.

"ამ ადამიანებით შს სამინისტროს წარმომადგენლები არ დაინტერესენულან და ზოგადად, უნდა ვთქვათ, რომ თვითმიხლველებიდან ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა გამოძიებას არ გამოუყენებია. ეს ადამიანები დაიკითხნენ ძალიან გვიან და ზერელედ. არ დასმულა არც ერთი ისეთი კრიტიკული კითხვა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მეტი ინფორმაციის მიღებას.  ჩვენ რა თქმა უნდა დავსვათ ამ შეკითხვებს.

სამწუხაროდ, არ ვიცი თვითმხილველები დღეს, 7 თვის გასვლის შემდეგ, იმ ტრაგიკული შემთხვევიდან რამდნენად შეძლებენ დეტალების აღდგენას. ჩვენ ვალდებული ვართ ეს ადამიანები გამოვკითხოთ. მომდევნო დღეებში გავაგრძელებთ საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების დაკითხვას, რომელთა შეხებამაც 1,2 კომისიის ფარგლებში დაგვანახა, რომ ბევრ კითხვაზე, რომელიც მასალების წაკითხვის შემდგომ გაჩნდა, სამწუხაროდ პასუხი არ აქვთ" - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ავტორი: