არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს - შალვა ნათელაშვილი

16:32 06-29-2018
133

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მოითხოვს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება სავალდებულო გახდეს.

ნათელაშვილი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:

„ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ხალხი ჩამოსცილებოდა საარჩევნო პროცესს, გასჩენოდა მის მიმართ ნიჰილიზმი, ინდიფერენტულობა და დარჩენილიყო საარჩევნო ყუთები, ანუ ქვეყნის ბედი, ხელისუფლების ფალსიფიკატორთა, 15 ლარიანების და სამსახურის გამო სამშობლოს გამყიდველთა იმედზე.

თუ ჩვენ არ გამოვაცხადებთ, არჩევნებში მონაწილეობას სავალდებულოდ, სამუდამოდ გარანტირებული გვაქვს ბანკირთა და ოლიგარქთა დიქტატურა და ნუღარ დავსვამთ მერე კითხვებს რა გვეშველება“- ამბობს ნათელაშვილი.

ავტორი: