ყველას არ აქვს ის ძალა, რომ აღმართებში ველოსიპედს მიაწვეს... - ნუკრი ქანთარია

16:59 06-29-2018
95

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ 100 ათასიანი მანქანებით სიარული აუცილებელი არ არის, რაც შეეხება ველოსიპედებს, თუ ამომრჩევლის ნება იქნება, შესაძლოა ეს მსჯელობის საგანიც გახდეს:

„მინისტრები ვერ გადავლენ მოტოროლებზე, მაგრამ გარკვეულწილად, ცოტა უნდა თანხა დაზოგონ და არ არის საჭირო 100 ათასიანი მანქანებით სიარული.

ველოსიპედები შეიძლება, მაგრამ რახან ჩვენ მთაგორიანი ქვეყანა გვაქვს, ამდენად გაძნელდება ველოსიპედები, ყველას არ აქვს ის ძალა, რომ აღმართებში მიაწვეს და თუ ამომრჩეველიც დაეხმარება ამ მიწოლაში, მაშინ შეიძლება ეს მსჯელობის საგანი გახდეს,“- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ე.წ. შავი ჯიპების თემაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ზოგიერთ სახელმწიფო უწყებაში არსებული ვითარება, ამ კუთხით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ბახტაძის განცხადებით, მომავალ მთავრობის სხდომაზე ავტოპარკთან დაკავშირებით ინიციატივას წარმოადგენს.

ავტორი: