1 ივლისიდან მეხანძრე-მაშველებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი სოციალური ქსელით პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
"მეხანძრე-მაშველების ხელფასების ზრდა ეტაპობრივად გაგრძელდება.
ხელფასების ზრდის შესახებ განცხადება, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პარლამენტში, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას გააკეთა" - წერს მღებრიშვილი.