აბიტურიენტები დღეს აქციას გამართავენ - პროტესტი კონდიცირების დაყენების მოთხოვნით

13:11 07-01-2018
139

აბიტურიენტები დღეს აქციის გამართვას გეგმავენ. უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის მსურველები არათანაბარ პირობებზე საუბრობენ. მოითხოვენ, რომ ყველა საგამოცდო ოთახი გაგრილების სისტემით აღიჭურვოს.

მათივე თქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი განრიგით აბიტურიენტების ერთი ნაწილი ზარალდება, რადგან გამოცდების ჩაბარება მიყოლებით უწევთ.

"ყველა საგამოცდო ცენტრში დაგვიყენონ კონდიციონერები ან რამე კონდიცირების სისტემა. იმიტომ, რომ ასეთ გაუსაძლის სიცხეში შეუძლებელია წერა. პირობა მოგვცეს რომ დაიწყებდნენ  აღჭურვას სკოლების კონდიციონერებით მაგრამ თვითონვე თქვეს რომ ასე ყველა სკოლას ვერ აღჭურვავდნენ. ეგ ჩემი აზრით კიდევ უფრო მეტი უსამართლობაა რადგან ყველა აბიტურიენტს არ მოუწევს თანაბარ პირობებში გამოცდების დაწერა,“-განაცხადა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა ირაკლი მელიქიძემ "რუსთავი 2"- თან.

აქცია რუსთაველის გამზირზე 18:00-ზე დაიწყება.

ავტორი: