აბიტურიენტი, ვინც არც მესიჯებს კითხულობს, არც ტელევიზორს უყურებს და არც ვებგვერდზე შედის, ადგილზე გაიგებს, რომ ზეგ ექნება გამოცდა - მიმინოშვილი

11:13 07-02-2018
104

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი აცხადებს, რომ განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით პრობლემა არ იარსებებს. თუ არსებობს აბიტურიენტი, რომელიც არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს კითხულობს და არც ტელევიზორს უყურებს, ადგილზე მისულს განუმარტავენ, რომ მისმა გამოცდამ ორი დღით გადაიწია:

"ყველა შესაძლო საშუალებები გამოვიყენეთ, მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ყველა აბიტურიენტმა მიიღო ორჯერ მოკლე ტექსტური შეტყობინება განრიგთან დაკავშირებით. თეორიულად შესაძლოა, იყოს ისეთი აბიტურიენტი, ვინც არც მესიჯებს კითხულობს და არც ტელევიზორს უყურებს და არც ვებგვერდზე შედის, თუ ის მოვა ჩვეულებრივ დროს ანუ დღის მეორე ნახევარში, ჩვენი თანამშრომლები ეტყვიან, რომ ზეგ ექნება გამოცდა. ბედნიერი ვიქნები ისეთ პირობებში ჩატარდეს გამოცდები, როდესაც პრობლემა არ იქნება სიცხე" – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მიმინოშვილი განმარტავს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის შეცვლის გადაწყვეტილება მარტივად არ მიუღიათ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მაღალი ჰაერის ტემპერატურა ფიქსირდებოდა, სხვა გამოსავალი პრაქტიკულად არ არსებობდა. 

 

ავტორი: