ვროპული საქართველოს წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი ხვდება ადამიანების ხელში, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ.
ამის შესახებ ირაკლი აბესაძემ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"მილიონობით ლარი ხვდება ადამიანების ხელში, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ და რომლებმაც ეს თანხა შესაძლებელია კვლავ გამოიყენონ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. რა თქმა უნდა ამ საკითხზე დეტალური განმარტება უნდა გააკეთოს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის და შს მინისტრებმა პარლამენტში. საიდუმლო ნაწილზე აუცილებელია ნდობის ჯგუფში მსჯელობაც", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.