რა პოზიციაც არ უნდა იყოს, ვიზრუნებ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე - კახა კახიშვილი

17:00 07-02-2018
89

"დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიქნები, ამ ქვეყანაში ვიქნები და ნებისმიერი პოზიციიდან რა პოზიციაც არ უნდა იყოს, ვიზრუნებ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე" - აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი.

კახიშვილი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანებით არავითარი პრობლემა არ შეიქმნება.

"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არსად ცალკე სამინისტროდ არ არის. იყო პრობლემა როცა 2008 წელს პროკურატურა შეურთდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, მაშინ გაჩნდა ინტერესთა კონფლიქტი. არ შეიძლებოდა, რომ დევნის ორგანო და სასჯელის აღსრულების ორგანო ყოფილიყო ერთი ხელმძღვანელობის ქვეშ. აქედან გამომდინარე გამოეყო და შეიქმნა ეს სამინისტრო. დღეს უკვე საჭიროება ამ სამინისტროს ცალკე არსებობის არ არის. მითუმეტეს, ევროპის ქვეყნებში, ძირითადად სასჯელაღსრულების სამინისტრო ან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ან შსს-ს დაქვემდებარებაშია. თუმცა ეს არის უდიდესი სისტემა. აქ მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი. აქ ხდება დაახლოებით 10 000 ადამიანზე ზრუნვა უფლებების და სარეჟიმო პირობების კუთხით. ეს ყველაფერი ჩვეულებრივად გადავა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში და დარწმუნებული ვარ, არც ერთ თანამშრომელს პრობლემა არ შეექმნება და არც პატიმრებს", - განაცხადა კახიშვილმა.