"გაბუნია ჩამოვიდეს მეუფე იობთან, შენდობა ითხოვოს, თუ არადა დიდი საფრთხე ელის..." - მამა გიორგი აბდუშელაშვილი

13:55 07-03-2018
287

რუის-ურბნისის ეპარქიის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მოძღვარი მამა გიორგი აბდუშელიშვილი ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ გიორგი გაბუნია მეუფე იობთან უნდა მივიდეს და შენდობა სთხოვოს.

მამა გიორგი აბდუშელიშვილის თქმით, მეუფე იობს ჰქონდა მცდელობა, ცოდვით დაცემული გიორგი გაბუნია ქართულ სივრცეში დაებრუნებინა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.

ქართველი კაცი ყურს რომ გაიხვრეტს და სინდის-ნამუსს დაკარგავს მასთან საუბარი ძალიან ძნელია. მეუფე იობს არაერთგზის ჰქონია მცდელობა, ცოდვით დაცემული გიორგი გაბუნია ქართულ სივრცეში დაებრუნებინა, მაგრამ ეს არ მოხერხდა. შევთხოვოთ უფალს, გაბუნია გონს მოიყვანოს ჩამოვიდეს მეუფე იობთან, მუხლი მოიყაროს და შენდობა ითხოვოს. მეუფე იობი ისეთი დიდი მიმტევებელია, გაბუნიას ანათემას მოუხსნის, მაგრამ, თუ გიორგი გაბუნია ამას არ გააკეთებს, მაშინ მას ძალიან დიდი საფრთხე ელის! ანათემა, გაბუნიას უნდა მოუხსნა მხოლოდ მეუფე იობმა და არავინ სხვა ! სახარებაში არსად წერია და ქრისტეს არცერთი მოციქული არ ამბობს იმას რომ უფალი ღმერთი მათი ,,ძმაკაცი“ იყო. აქედან გამომდინარე. მაცხოვარი ჩვენი, უფალი იესო ქრისტეს და საიდან და როგორ არის გიორგი გაბუნიას ,,ძმაკაცი“. ცოტა არ იყოს გაუგებარია. პირდაპირ ვიტყვი რომ გაბუნიას მხრიდან ამის თქმა კიდევ ერთი თავხედობა და უტიფრობაა,- აცხადებს მამა გიორგი აბდუშელიშვილი.