როდის დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა - ამინდის პროგნოზი

15:51 07-03-2018
297

უახლოეს დღეებში საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით და დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვაც. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ სიჩქარით.

როგორც მთავრი სინოპტიკოსი ნონა ელისაშვილი განმარტავს, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 33-35 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში კი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24-29 გრადუსის ფარგლებში იქნება. 

თბილისში უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა 36- 39 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს.  6-7 ივლისს საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დროგამოშვებით მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით "იმედი" იუწყება.

ავტორი: