როგორც უკვე იცით, ლევან ჯიბღაშვილი საიდუმლოდ დაინიშნა. ამის შესახებ სწორედ „პრაიმტაიმი“ გიამბობდათ ცოტა ხნის წინ.
მსახიობი ამბობს რომ მშვიდი ცხოვრება სურს და ამიტომ ამ თემაზე არსად არ საუბრობს. მისი რჩეული სალომე სულხანიშვილია. სალომე ბიზნესმენ ალექსი სულხანიშვილის (მეტსახელად „ფეფე“) ქალიშვილია. როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, სალომე ლევანის პირველი შეყვარებულია. წყვილს შორის დიდი ხნის წინ გაუგებრობა მოხდა და ერთმანეთს დაშორდნენ. სალომე გათხოვდა, წლების განმავლობაში რუსეთშიც მოუწია ცხოვრება. პარალელურად ლევანის სასიყვარულო ისტორიებიც არ ყოფილა დამალული საზოგადოებისთვის. როგორც ჩანს, პირველმა სიყვარულმა თავისი გაიტანა და ლევანმა სალომეს ხელი სთხოვა. წყვილი მცხეთაში, სვეტიცხოველში დაიწინდნენ კიდეც. დაწინდვა ნიშნობის ეკლესიური რიტუალია. ვახშამი ვიწრო წრეში შედგა. არც ლევანი და არც სალომე ამ ამბავს არ ასაჯაროვებს. სოციალურ ქსელში წყვილის არცერთი ერთობლივი ფოტო არ მოიპოვება.
ლევანის სასიმამრო, ბიზნესმენი ალექსი სულხანიშვილი, ლევანის საცოლის ანუ შვილის დედასთან განქორწინებულია. გამოდის რომ ლევანს ორი სიდედრი ეყოლება. ერთ-ერთი (ფეფეს ახლანდელი მეუღლე) მარიამ სალუქვაძე ახალგაზრდა და ლამაზი გოგონაა. პრინციპში, ვერც წარმოიდგენთ, რომ სალომე ლევანის სიდედრი იქნება. სამწუხაროდ მსახიობის ნამდვილი სასიდედროს ფოტო ვერ მოვიპოვეთ. თუმცა ამბობენ, რომ სალომე სულხანიშვილის დედა ასევე ძალიან ლამაზი ქალბატონია. ერთი სიტყვით, ლევანს ქორწინების მერე ლამაზი ქალების გარემოში მოუწევს ცხოვრება.