ტინა ტერნერის შვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

14:51 07-04-2018
691

78 წლის ლეგენდარული ამერიკელი მომღერლის, ტინა ტერნერის ვაჟმა, 59 წლის, კრეიგ რეიმონდ ტერნერმა, TMZ-ის გავრცელებული ინფორმაციით, თავი მოიკლა.

როკ-ენ-როლის დედოფლის ვაჟი, გუშინ, 3 ივლისს კალიფორნიის შტატში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს. კალიფორნიის პოლიციის და სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ კრეიგი, სუიციდის მსხვერპლი გახდა - გარდაცვლილის ხელში ცივი იარიღი ეჭირა. 

ტინა ტერნერი, ამ დროს, პარიზში, მაღალი მოდის კვირეულზე იმყოფებოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ სამწუხარო ამბის გამო, ტინას ჯანმრთელობის მგომარეობა გაურთულდა და ის, საავადმყოფოში მოათავსეს.  

შეგახსენებთ, რომ მომღერალმა, კრეიგი, 18 წლის ასაკში, მუსიკალური ჯგუფის, Kings of Rhythm -ის სოლისტის, რეიმონდ ჰილისგან გააჩინა.

რეიმონთან განქორწინების შემდეგ, ტინა, ცოლად გაჰყვა აიკ ტერნერს, რომელმაც კრეიგი, შვილად აიყვანა. 

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი:

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე