კარდაშიანის ყოფილი რძალი ეპატაჟური 30 წლის სუპერმოდელი ბლექ ჩაინა 19 წლის ახალ შეყვარებულთან ერთად დააფიქსირეს -

16:37 07-04-2018
450

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე თამამი და სკანდალური შოუს ვარსკვლავი, ყოფილი მოდელი, 30 წლის  ბლექ ჩაინა, 19 წლის შეყვარებულს, ოლმაიტი ჯეემს დაშორდა -  მას შემდეგ, რაც ტელევარსკვლავმა, ბოიფრენდის საპატივცემლოდ, ხელზე ტატუ გაიკეთა. 

როგორც ჩანს, ბლექს, მარტო ყოფნა, დიდხანს არ დასცალდა - რამდენიმე დღის წინ, ახალი ბოიფრენდთან, ბოქსიორ, დევინ ჰენისთან ერთად დააფიქსირეს, რომელის ასევე 19 წლის არის, როგორც ოლმატი!  

ინსაიდერების ინფორმაციით, წყვილის რომანი, ჯერ კიდევ ჩაინას და ოლმაიტის დააშორებამდე დაიწყო. მათ ერთმანეთი, სოციალური ქსელის, Instagram-ის საშუალებით გაიცნეს. 

რამდენიმე ხნის წინ, ტელევარსკვლავმა, ფეისბუქის პირად გვერდზე, ბოქსიორის ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა: გამარჯობა პატარავ, მაგრამ ფოტო, სოციალური ქსელებიდან, მალე გაქრა. 

შეგახსენებთ, რომ ბლექმა, რამდენიმე წლის წინ, კიმ კარდაშიანის ძმისგან, ქალიშვილი გააჩინა, რომელსაც მალე დაშორდა. ვარსკვლავი, არაბუნებრივი, დიდი საჯდომით არის ცნობილი.  

იხ. ფოტოები:

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე