"აეროპორტში კაცმა ჯერ მხუთავი აირი გაუშვა, შემდეგ სალაროს დაესხა თავს...მოწამლულია რამდენიმე ადამიანი"

17:58 07-04-2018
258
თეგები: აეროპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ადამიანი მხუთავი აირით მოიწამლა.

droni.ge-ს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ პირმა, აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში მხუთავი აირით სავსე სპეციალური აღჭურვილობა შეაგდო, რის შემდეგაც პანიკა ატყდა.

აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის, აეროპორტი შეფერხების გარეშე მუშაობს.

გამოცემის ინფორმაციით, სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულია კადრები, სადაც კარგად ჩანს 40 წლამდე ჭაღარა მამაკაცი, რომელიც ქიმიურ იარაღს აგდებს ოთახში. ის ასევე სალაროსაც ესხმის თავს, ამის შემდეგ კი ინტოქსიკაციით რამდენიმე ადამიანი გადაჰყავთ სტაციონარში.

პრაიმტაიმი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შსს-ს კომენტარებს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.