ბიონსე "On the Run Tour"-ის კონცერტზე ჯიჯი ჰადიდის ბრენდის საყურეებში პოზირებს - "გაფასებთ დედოფალო ბი!"

18:05 07-04-2018
290

2017 წლის სექტემბერში, Move-ს კოლექსიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფრანგული საიუველირო სახლის Messika-ს დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა, ვალერი მესიკამ და 23 წლის სუპერმოდელმა, ჯიჯი ჰადიდიმ, ერთობლივი კოლექცია Move Addiction გამოუშვეს. 

ფრანგულმა ბრენდმა, ექსკლუზიური საიუველირო აქსესუარები, შეზღუდული ტირაჟით გამოუშვეს.  მათ წარმოადგინეს ბეჭდები, სამაჯურები, ყელსაბამები და საყურეები, რომლებიც ძვირფასი ბრილიანტის ქვით იყო მოჭედილი და მათი ფასი -  840 დოლარიდან, 115 000 დოლარამდე მერყეობდა.   

Messika by Gigi Hadid'-ის კოლექცია, უამრავი ვარსკვლავის პირადი აქსესუარი გახდა - მათ შორისარიან: სარა სამპაიო, სკარლეტ იოჰანსონი, კენდალ ჯენერი. ამ ეტაპზე კი, ცნობილი გახდა, რომ ჯიჯის კოლექცია, ბიონსემაც შეიძინა. მომღერალი, On the Run Tour-ის კონცერტზე, სწორედ მისი, ლიმიტირებული კოლექციის საყურეებით პოზირებდა.

შეგიძლიათ დაიჯეროთ?! - უაღრესად გაფასებთ, დედოფალო ბი! - წერს ჯიჯი ჰადიდი და Instagram-ზე ბიონსეს ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მისი კოლექციის საყურით პოზირებს.  

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე