სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია.
droni.ge-ს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ადამიანი მხუთავი აირით მოიწამლა. სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულია კადრები, სადაც კარგად ჩანს 40 წლამდე ჭაღარა მამაკაცი, რომელიც ქიმიურ იარაღს აგდებს ოთახში. ის ასევე სალაროსაც ესხმის თავს, ამის შემდეგ კი ინტოქსიკაციით რამდენიმე ადამიანი გადაჰყავთ სტაციონარში.