"უმაღლესი თანამდებობის პირები ქრებიან თანამდებობიდან და არავინ უხსნის საზოგადოებას არგუმენტაციას" - ამის შესახებ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
„რატომ შეიძლება გადამდგარიყო პატარაძე, ჩვენ უნდა მოვისმინოთ ახსნა, ან პატარაძისგან, ან მმართველი გუნდისგან და ეს ახსნა უნდა იყოს ძალიან მკაფიო. ბოლო პერიოდში, ვხედავთ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები ქრებიან თანამდებობიდან და არავინ უხსნის საზოგადოებას, აუხსნან და არგუმენტაცია უთხრან, ამის ღირსადაც არ მიგვიჩნევენ" – განაცხადა ჩიხრაძემ.
დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა.