ვინ არიან კანდიდატები, რომლებიც მთავარი პროკურორობის თანამდებობის დასაკავებლად იბრძოლებენ

00:34 07-05-2018
120

საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორობის პოსტზე 21 კანდიდატი განიხილება. რეგისტრაციის ვადა დღეს ამოიწურა.

ახალი მთავარი პროკურორობის სამ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი წარადგენს. საბოლოო გადაწყვეტილება კი საპროკურორო საბჭომ უნდა მიიღოს. ახალ მთავარ პროკურორს სამ კვირაში წარადგენენ.

კანდიდატები არიან: პაატა შავაძე; ზურაბ ჯორბენაძე; გია ბერძენიძე; ნანა რევაზიშვილი; თამარ კერესელიძე; გრიგოლ გაგნიძე; იოსებ ბაჩიაშვილი; მარიამ ცაცანაშვილი; ჯემალ გახოკიძე; შალვა თადუმაძე; ედიშერ ფუტკარაძე; ნინო გოგნიაშვილი; გიორგი შაშიაშვილი; ირაკლი ნადარეიშვილი; შალვა შავგულიძე; ნონა ფილაური; ალექსანდრე კობაიძე; ლენა კაპანაძე; კოტე ჭილაია; ლევან ძნელაძე; თეიმურაზ ონიანი.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 31 მაისს, ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მოთხოვნით დატოვა. 

ავტორი: