მიხეილ ჩხენკელი ევროპის აკადემიის საპატიო წევრი გახდა

14:57 07-05-2018
64

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი,  ევროპის აკადემიამ (Academia Europaea) საპატიო წევრად აირჩია. 

სამინსიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოებისა და ევროპის სხვა ეროვნული აკადემიების ინიციატივით, ევროპის აკადემია  1988 წელს შეიქმნა. 

"იგი აერთიანებს გამოჩენილ მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან და ფარავს კვლევის ყველა მიმართულებას.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის აკადემიის რეგიონალური ჰაბი  ახლო მომავალში საქართველოშიც გაიხსნება, რაც კავკასიის რეგიონში უპრეცედენტო მოვლენა იქნება", - აღნიშნულია განცხადებაში.