საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჭუბერში მიემგზავრება

11:12 07-06-2018
98

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჭუბერში მიემგზავრება.

როგორც პრაიმტაიმს პრემიერის პრესსამსახურში განუცხადეს, უამინდობის გამო, ვერტმფრენი ჭუბერში ვერ დაფრინდა, ამიტომ ზუგდიდში დაბრუნდნენ, საიდანაც სტიქიის ზონაში ავტომობილებით გაემგზავრებიან.

გუშინ, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება გამოიწვია. 

სტიქიამ საცხოვრებელი სახლები წალეკა. წაღებულია ექვსი ხიდი. მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა. ადგილზე ამ დროისთვისაც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

 

 

ნინო რაზმაძე