ჭუბერში მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი

11:37 07-06-2018
92
თეგები: ჭუბერი

 

სვანეთში, ჭუბერის რაიონში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ნესკრამ საავტომობილო გზები და ხიდები წალეკა, რომელიც რამდენიმე სოფელს აკავშირებდა. განადგურებულია სახნავ-სათესები, წაქცეულია ხეები, როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა ,,პრაიმტაიმთან'' საუბრისას აღნიშნა,  მთის წყალი სასმელ წყალს შეუერთდა და მოსახლეობა ამ დროისთვის წყლის გარეშეა დარჩენილი. 

,,ვითხოვთ დახმარებას, როგორც გვითხრეს ტექნიკა უკვე შემოსულია. თუმცა ჩვენამდე არ მოუღწევია. ვცდილობთ მდინარის ნაკადს გავუმკლავდეთ,'' - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

ამ დროისთვის ადგილზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი იმყოფება, რომელიც დაზარალებულ მოსახლეობას ესაუბრება. მისი თქმით, ადგილზე მძიმე ტექნიკა უკვე მობილიზებულია და სამუშაოები მიმდინარეობს. 

,, ტექნიკა ყველგან მობილიზებულია.ზოგან ისეთი ადგილია შეუძლებელია მუშაობა. ჩვენი მთავარი ამოცანაა,რომ მდინარე თავის კალაპოტს დაუბრუნდეს. დაზარალებულებს შესაძლებლობების ფარგლებში ყველანაირ დახმარებას გავუწევთ,'' - განაცხადა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ სვანეთში ჭუბერის რაიონში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ნესკრა ადიდდა, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობა დააზარალა. ნიაღვარმა სოფლების დამაკავშირებელი 6 ხიდი და 3 სახლი წაიღო.